კალათბურთი

18:47 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხმელიძე ავადმყოფობის გამო ვერ ვარჯიშობს

სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” ფორვარდი ლევან ხმელიძე (15.05.92, 195 სმ) ავადმყოფობის გამო ვერ ვარჯიშობს. კალათბურთელს გრიპის ვირუსი აქვს და მკურნალობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხმელიძემ ავადმყოფობის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-7 ტურში “შსს აკადემია”-“რუსთავის” შეხვედრა გამოტოვა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რუსთავი” 9-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს.

0.12794