ფეხბურთი

16:42 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი “ჩიხურაში”

28 წლის ლევან ხმალაძე და 24 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი საჩხერის “ჩიხურაში” უკვე ვარჯიშობენ. გეცოდინებათ, ხმალაძეც და გრიგალაშვილიც თბილისის “დინამოში” იყვნენ. ხმალაძე ყაზახურ “ჟეტისუში” აპირებდა გადასვლას, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

“ჩიხურა” უცხოურ შეკრებაზე წასვლას ვეღარ მოასწრებს, რადგან კვლავ არ დამტკიცებულა კლუბის ბიუჯეტი. სავარაუდოდ, კლუბს ფინანსური გასაჭირი არ შეექმნება და უახლოეს დღეებში თანხას მიიღებენ “ქართუ ჯგუფისგან”, მაგრამ შეკრება კი გაცდა...

0.135265