სუპერლიგის მონაწილე “მაკაბის” ფორვარდს ლევან რევაზაშვილს (27.03.92, 210 სმ) ფეხის ტრავმა აწუხებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მაკაბის” მთავარ მწვრთნელ ჯამლეთ ხუხაშვილის თანაშემწე მიხეილ ხუხაშვილმა განუცხადა.
“ლევანმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ძვალი გაიბზარა და აღნიშნული ტრავმის გამო სუპერლიგის რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს”, - გვითხრა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან რევაზაშვილმა საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში “დინამოსთან” შეხვედრა უკვე გამოტოვა. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერმა “დინამომ” დიდი ანგარიშით 104:53 მოიგო.