ფეხბურთი

13:56 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მახარაძე: “კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავო”

20 წლის ლევან მახარაძე მარიუპოლის “ილიჩივეცის” დუბლშემადგენლობაში შარშან ზამთარში ჩაირიცხა. წარმოშობით ქართველი, მაგრამ უკრაინის მოქალაქე, წელს უკვე თურქეთში შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად იმყოფებოდა და რამდენიმე  ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში მან აღნიშნა, რომ “ილიჩივეცის” პირველ გუნდში დამკვიდრებაზე და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

- მარიუპოლურ კლუბში გადასვლის შემდეგ ერთი წელი გავიდა და კვლავ თურქეთში შეკრებაზე იმყოფები. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ ამჯერად პირველ გუნდთან ერთად ხარ. 

- მიხარია, რომ ნიკოლაი პავლოვმა ამ შეკრებაზე თავის გამოჩენის შანსი მომცა. ეს ჩემთვის საუცხოო სკოლაა, არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ, ცხოვრებისეული. თამაშის გაუმჯობესებას ძალიან ვცდილობდი და მიხარია, რომ ჩემი მისწრაფება შეამჩნიეს. სხვათა შორის, წელს შეკრებაზე ჩამოსვლისას, შარშანდელი ზამთარი გამახსენდა, როდესაც გუნდში ვისინჯებოდი. მაშინ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი წლის შემდეგ, შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად ჩამოვიდოდი. თავად ეს ფაქტი მაიძულებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშავო და მწვრთნელის ნდობა გავამართლო, რომ პირველ გუნდში ფეხი მოვიკიდო.

- ამ შეკრებაზე შენი პარტნიორები გაცილებით გამოცდილები არიან, ვიდრე ახალგაზრდულ გუნდში.

- ამის გამო თავს უხერხულად არ ვგრძნობ. ისინი მოედანზე ყოველთვის მაზღვევენ, მკარნახობენ და მეხმარებიან. რაც არ უნდა იყოს, ისინი ჩემზე გამოცდილები არიან. ამიტომ, მათთან თამაში იოლია. უფროსი პარტნიორებისგან ასეთი დამოკიდებულება თავის გამოჩენის საშუალებას მაძლევს.   

- ისინი მხოლოდ მოედანზე კარნახით შემოიფარგლებიან?

- ეს დახმარება არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ, ცხოვრებისეულ სიტუაციებს ეხება.

- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობ? მითუმეტეს, შესაბამისი ასაკი გაქვს.

- რა თქმა უნდა. ალბათ, “ილიჩივეცის” სასტარტო შემადგენლობაში და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, ამჟამად, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ეროვნულ ნაკრებზე არ ვსაუბრობ. თუ ახალგაზრდული ნაკრების თავკაცები შემამჩნევენ ძალიან ბედნიერი ვიქნები. შემიძლია თუ არა ახალგაზრდულში თამაში? ეს ჩემი განსასჯელი არაა.

- საამსეზონო ოფიციალურ განაცხადში მუდმივი ნომერი არ გაქვს. ამ შეკრებაზე 57-ნომრიანი მაისურით თამაშობდი. ჩემპიონატშიც ამ ნომრით ითამაშებ?

- ისე მოხდა, რომ ჩემი ნომერი არ მაქვს და თავისუფალი ნომერი ავირჩიე.

0.115793