ფეხბურთი

13:07 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” პაუელი და ლოურენსი დაიმატა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი ნიკ პაუელი დამდეგ სეზონს პრემიერლიგაში აღზევებულ “ლესტერში” გაატარებს. “ბიბისის” ცნობით ლესტერელთა მაისურს მოირგებს ყოფილი მანჩესტერელი ტომ ლოურენსი. პაუელის მსგავსად უელსელმაც ვერ მოახერხა ინგლისურ კლუბში სათამაშო დროის მოპოვება, ამიტომაც გასულ სეზონში არენდის წესით ნახევარ-ნახევარი წლით ქვედა ლიგის კლუბთა მაისური მოირგო, ხოლო “ლესტერმა” 21 წლის თავდამსხმელი ინგლისური გრანდისგან გამოისყიდა. სატრანსფერო თანხა არ სახელდება.

ნიკ პაუელმა 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, როცა კლუბს ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა, ”ქრიუდან” მიაშურა წითელ ეშმაკებს. სატრანსფერო თანხად 4 მილიონი გირვანქა დასახელდა. გასულ სეზონში პაუელმა არენდის წესით “უიგანში” ითამაშა, ხშირად უწევდა მოედანზე გასვლა, 41 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

დიმა შარიქაძე

0.164602