ფეხბურთი

1:06 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” პრემიერლიგაში გადავიდა

 

ჩემპიონშიფის მორიგი ტურის შემდეგ “ლესტერმა” გაისად პრემიერლიგაში თამაშის უფლება გაინაღდა. ნაიჯელ პირსონის გუნდმა პარასკევს შინ “შეფილდ უენსდი” 2:1 დაამარცხა და შაბათს უშუალო კონკურენტების მატჩების შედეგებს ელოდა. ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებზე მდგარმა გუნდებმა, “ქუინზ პარკმა” და “დერბიმ” თავისი შეხვედრები შესაბამისად “ბორნმუთთან” და “მიდლსბროსთან” წააგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ლესტერს” ვეღარ დაეწევიან, რადგან “ლესტერს” 89 ქულა მოუგროვდა “ქუნზ პარკს” 70 აქვს, ტურნირის დამთავრებამდე კი 6 ტურია დარჩენილი.

პირველმა მათ თავის ტვიტერში “ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მიულოცა: ამ დღეს 10 წელიდას ველოდიო, - დაწერა გარიმ. საქმე ისაა, რომ “ლესტერი” პრემიერლიგაში 2004 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება.

საინტერესოა, რომ “ლესტერის” კარს ლეგენდარული პეტერ შმაიხელის ვაჟი, 27 წლის კასპერ შმაიხელი იცავს.

0.115947