ფეხბურთი

13:01 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლესკოტი წასვლაზე ალაპარაკდა

 

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მცველი ჯოლეონ ლესკოტი არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და არაა გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბი შეიცვალოს. 30 წლის ინგლისელს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

“სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მინდა, მომდევნო სეზონიც ისევე წარიმათოს, როგორც წლევანდელი. “სიტის” სასტარტო შემადგენლობაში სულ რამდენჯერმე ვითამაშე და მუნდიალის წინ, ასეთი ვითარება ნამდვილად არ მაწყობს. ზაფხულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, რომელიც ჩემს სანაკრებო კარიერაზეც იმოქმედებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ “სიტიში” დავრჩები. შესაძლოა, კლუბის დატოვება იძულებით მომიწიოს”, - განუცხადა ლესკოტმა Goal-ს.

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლესკოტი “სიტის” ძირითად შემადგენლობაში 14-ჯერ გამოჩნდა.

0.114604