ინგლისური “მანჩესტერ სიტის” 30 წლის მცველი ჯოლეონ ლესკოტი კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ბრიტანულ პრესასთან საუბარში, ინგლისელმა ღიად დააფიქსირა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს და ამ მიზნის მისაღწევად, სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესახებ ჩემთვის შარშან რომ ეკითხათ, ვუპასუხებდი, რომ ამის ალბათობა საკმაოდ დიდი იყო. წელს, ვითარება შეიცვალა და ნამდვილაც არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი კლუბში ხშირად ვითამაშებ, მუნდიალზე მოვხვდები. ამ საკითხს სეზონის ბოლოს სერიოზულად მივუბრუნდები, ახლა კი, შესარჩევ ციკლზე ვარ კონცენტრირებული”, - განაცხადა “სიტის” მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ლესკოტი მაიკლ დოუსონისა და აარონ ლენონის ტრავმების შემდეგ გამოიძახა.