“მანჩესტერ სიტის” მცველი ჯოლეონ ლესკოტი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას გეგმავს. ინგლისელმა უკანახაზელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ “ქალაქელებს” მასთან თანამშრომლობა აღარ სურთ.
“ეს დასასრულია. ვიცი, რომ ზაფხულში სხვა კლუბში გადავალ. “მანჩესტერ სიტი” ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება. თუკი რაღაც შეიცვლება და აქ დავრჩები, შესანიშნავი იქნება. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან დავიწყე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ახალ კლუბს მუნდიალის შემდეგ ავირჩევ”, - განაცხადა ლესკოტმა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ლესკოტმა მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.