ფეხბურთი

12:54 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლესკოტი “ასტონ ვილაზე” ფიქრობს

31 წლის ინგლისელი მცველი ჯოლეონ ლესკოტი კარიერას დიდი ალბათობით “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე თავისუფალი აგენტი გახდა, ბირმინგემელთა შეთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრდა და სავარაუდოდ დღე-დღეზე მიიღებს გადაწყვეტილებას. “ასტონ ვილა” მზადაა, სასურველ მცველს ყოველკვირეული ხელფასი - 55 ათასი გირვანქა დაუნიშნოს.

ჯოლეონ ლესკოტმა 2013-14 წლების სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენა თურქულ “ბეშიქთაშსაც” სურს. 

0.102316