არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აღიარება თანამედროვე სამყაროში აღარავის უკვირს. ცოტა ხნის წინათ, სწორედ ასე მოიქცა სახელგანთქმული ანია პერსონი _ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სამთო-მოთხილამურე. როგორც თავად ანია ამბობს, სპორტსმენი იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა.
ამჟამად, ლესბოსელი სპორტსმენი 31 წლისაა. ზემოაღნიშნული ფაქტის გამო მის კარიერას ხელი რომ არ შეშლოდა, აქამდე დუმდა. ამაწლის მარტში, მან კარიერა დაასრულა და სიმართლეც აღიარა: “ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა. დავიღალე თავის მოკატუნებით”, _ განაცხადა მან შვედეთის რადიოსადგურის პირდაპირ ეთერში და დააყოლა, რომ სანამ 2005 წელს მეგობარ ფილიპას არ შეხვდა და სიყვარულმა კინაღამ ჭკუიდან არ შეშალა, ქალი არასოდეს შეჰყვარებია.
ანია პერსონმა ახლახანს ჟურნალისტებს გაანდო, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, დედობისთვის მოემზადება და სურს, ბედნიერად გაატაროს დარჩენილი ცხოვრება მეგობარ ქალთან და შვილთან ერთად.
ვნახოთ, წარიმართება თუ არა 6 ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი ანია პერონის ცხოვრება ისე, როგორც მას სურს, თუ მომავალი ახალ სიურპრიზს მოუმზადებს...