თამაშგარე

11:17 | 7.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლერინ ფრანკოს ლუკას ბარიოსთან შერიგება სურს

პარაგვაელი ფეხბურთელი, ლუკას ბარიოსი არც ისე დიდი ხანია, რაც თავის სატრფოს დაშორდა. ლუკასის ყოფილი შეყვარებული შუბის მტყორცნელი ქალი, ლერინ ფრანკო კი ირწმუნება, რომ მათი ურთიერთობა საბოლოო ფინიშამდე ჯერ არ მისულა და შესაძლებელია სიყვარული მომავალშიც გაგრძელდეს.
ლერინ ფრანკო, ამ ზაფხულს, ლონდონში გამართული საფხულის ოლიმპიადის მონაწილეა. პარაგვაის სახელით მოასპარეზე შუბის მტყორცნელმა მისი გულშემატკივრების სამწუხაროდ ვერცერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ საკუთრივ პარაგვაის რეკორდი კი დაამყარა.
აქამდე შუბი 55 მეტრსა და 66 სანტიმეტრზე არც ერთ პარაგვაელ სპორტსმენს არ ჰქონდა ნასროლი და ეს სწორედ ბარიოსის ყოფილმა გულისსწორმა მოახერხა. ლერინ ფრანკო სპორტსმენის გარდა, საკმაოდ წარმატებული ფოტომოდელიცაა. იგი კარგა ხანია, რაც უცნობილეს პარაგვაელ ლამაზმანთან – ლარისა რიკელმესთან მეგობრობს და ცნობილ ლათინოამერიკელ ქალთა მარაქაშიცაა გარეული.
 

0.178839