ფეხბურთი

22:39 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: “მონაკო” რანიერის გაშვებაზე ფიქრობს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ს ცნობით, ლიგა ერთში დაბრუნებული “მონაკო” იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის შეცვლაზე ფიქრობს.

ცოტა ხნის წინათ, რანიერიმ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა. არადა, რუსული ფულით მოძლიერებულმა “მონაკომ”, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, უკვე 130 მილიონი ევრო დახარჯა. იტალიელის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა. ფრანგული პრესის ცნობით, რანიერის მიმართ დადებითად განწყობილნი აღარც კლუბში არიან და მის შეცვლაზე ფიქრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რანიერის შესაძლო შემცვლელებად რობერტო მანჩინი და გუს ჰიდინკი მოიაზრებიან.

0.118169