ფეხბურთი

16:31 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

L"equipe: დი მარია პსჟ-ში იჯარით გადავა

 

მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰალაიფიმ განაცხადა, რომ პსჟ-სთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, ფრანგული მედია ანხელ დი მარიას ლიგა ერთის ჩემპიონში ტრანსფერს მაინც არ ეშვება.

როგორც L"equipe იტყობინება, არგენტინის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ანხელ დი მარია, პსჟ-ში იჯარით გადავა. ფრანგულ კლუბს სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება ფეირ პლეის პრინციპების დაცვის გამო არ შეუძლია.

აღნიშნულმა გამოცემამ გამოსავალი იპოვა: 26 წლის ფეხბურთელი ერთი წლის განმავლობაში იჯარით ითამაშებს, ხოლო შემდეგ, პსჟ არგენტინელში, დაახლოებით 65 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბუნებრივია, ბოლოდროინდელი კომენტარების გათვალისწინებით, ეჭვი იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მორიგი უსაფუძვლო ჭორი იყოს, დიდია. სამეფო კლუბის თავკაცის კარლო ანჩელოტის განცხადებით, დი მარია "რეალში" რჩება და მის გარშემო გავრცელებული ცნობები ცრუ ინფორმაციაა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 12 დღე რჩება და მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში გაირკვევა, თუ რამდენად სერიოზულადაა დაინტერესებული პსჟ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერით.

გიორგი ბალახაძე

0.119816