საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ “პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორ ლეონარდოს დისკვალიფიკაცია 2014 წლის 30 ივნისამდე მისცა. ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი იუწყება.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი იმისათვის დაისაჯა, რომ პსჟ-სა და “ვალენსიენის” მატჩში, მსაჯს მხარზე უჯიკა.
ამგვარად, ლეონარდოს თავისი მოვალეობების შესრულება წელიწადით აეკრძალა. გარდა ამისა, მას არც სათადარიგოთა სკამზე და არც გასახდელში ჩასვლის უფლება ექნება.