გორის “დილას” ექსფორვარდმა, ბრაზილიელმა ლეონარდო რამოსმა რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მიაშურა.
ხაბაროვსკელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. მოსკოვთან ახლოს, ცარიცინოში შეკრებაზე მყოფმა “სკა-ენერგიამ” ძერჟინსკის “ხიმიკს” 1:0 სძლია და რამოსმა მოედანზე მეორე ტაიმი დაჰყო. ხსენებულ სპარინგში გოგიტა გოგუას და გიორგი ნავალოვსკის არ უთამაშიათ. “სკა-ენერგიას” გენერალური დირექტორის, სერგეი ფელდმანის განცხადებით, ბრაზილიელთან კონტრაქტი ხაბაროვსკში დაბრუნების შემდეგ გაფორმდება.
ბადრი კეთილაძის ფოტო