ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო დაკავებულ თანამდებობას სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე დატოვებს. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“კლუბის ხელმძღვანელობა ძალზე შეწუხებულია ლეონარდოს წასვლით. გვინდა, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა ვუთხრათ და წარმატებები ვუსურვოთ”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდომ მსაჯს მხარზე უჯიკა, რის გამოც, წელიწადიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.