ფეხბურთი

0:18 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: “ანჩელოტიმ “რეალში” გაშვება გვთოხვა”

“პარი სენ ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ ფრანგულ კლუბს მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “რეალში” გაშვების თხოვნით მიმართა.

“მწვრთნელმა “რეალში” გაშვების თხოვნით მოგვმართა. მისი შენარჩუნება კვლავ გვსურს. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა, მხოლოდ კარლოს მოსაზრება მოვისმინეთ. პრიორიტეტი ანჩელოტის შენარჩუნებაა. სხვა მწვრთნელებთან კონტაქტი არ გვქონია.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, პსჟ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა მას ანჩელოტის თაობაზე მიმართეს.

0.116764