თამაშგარე

11:05 | 10.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის სიგარეტის მოწევაში ადანაშაულებენ

ორი დღეა, მთელ მსოფლიოში არ წყდება კამათი არგენტინელი ფეხბურთელის – ლეო მესის ერთი ფოტოს გარშემო, რომელმაც მრავალ ადამიანს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფოტო გადაღებულია ესპანეთის უმშვენიერეს კუნძულ იბისასთან ახლოს, ფეშენებელურ იახტაზე. ფოტოზე ჩანს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი სიგარეტს ეწევა, რაც, რა თქმა უნდა, ზოგადად კარგი რამ არაა და მით უმეტეს, გაუმართლებელია ისეთი დონის სპორტსმენის მხრიდან, როგორიც მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ლეო მესია.
ლეო სიგარეტს რომ აბოლებს, ეს შორი ხედის ფოტოზე ჩანს. მაგრამ, თუკი ფოტოს ახლოს მოვიტანთ და არგენტინელი ფეხბურთელის სახესაც გავადიდებთ, დავინახავთ, რომ ლეოს თეთრი ფერის მოგრძო საგანი პირში აშკარად ”არამწეველურად” უდევს და ჩნდება საკმაოდ ნათელი წარმოდგენა, რომ მესი რაღაცას ჭამს, ანდა უცნაური ფორმის საღეჭ რეზინს ღეჭავს.
როგორც ცნობილია, ლეო მესის ძალიან უყვარს ტკბილეული და განსაკუთრებით კი, ნახევრად საღეჭ რეზინებს, ანუ ერთგვარ საღეჭ კანფეტებს ანიჭებს უპირატესობას. ყველაზე პოპულარულ მოგრძო ფორმის საღეჭი კანფეტები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ვიდალს” გამოუშვია. საკუთრივ კანფეტს კი, რომელსაც ზოგიერთის აზრით, ფოტოზე გამოსახული ლეო გეახლებათ, მეტად უცნაური სახელი – ”დიფერი” ჰქვია.

0.147129