თამაშგარე

10:44 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის სექს-საღამოები?

როგორც ესპანური “ყვითელი პრესა” წერს, სახელგანთქმული და მართლაც რომ შეუდარებელი ფეხბურთელი ლეო მესი, ამ ბოლო დროს სექს-ორგიებში გადაეშვა. ეს თითქოს უცნაურია, თუ მის მოწესრიგებულ ბიოგრაფიას გადავხედავთ, მაგრამ გასაკვირიც არაფერია – ამ შემთხვევაში ლეოც ისეთივე ძე-ხორციელია, როგორც რიგითი, ჩვეულებრივი მამაკაცი და მასაც ხანდახან აქვს უფლება, თავს ასეთი გართობის საშუალება მისცეს.
ჟურნალისტების მტკიცებით, უკვე ერთი შვილის მამამ, ლეო მესიმ მეგობრებთან - დიეგო და გაბრიელ მილიტოებთან და მარტინ პალერმოსთან ერთად ”ცეცხლოვანი საღამოები” თავის ერთ-ერთ აპარტამენტში მოაწყო. რა თქმა უნდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების, ალკოჰოლის და მუსიკის თანხლებით.
ამ სექს-ორგიის ყველაზე აქტიური წევრი კი, მოდელი ანდრეა რინკორი ყოფილა, რომელმაც, ცოტა არ იყოს “დამორცხვებულმა” განაცხადა, - ამდენი ხალხი რომ არ ყოფილიყო, ლეოს პირდაპირ ლოგინში ჩავუგორდებოდიო... საინტერესოა, რატომ “დაიმორცხვა” ანდრეამ. ლამაზმანი ხომ პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ამისთვის ჰყავდათ მიწვეული...
 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.347307
სარეკლამო ადგილი - 99
X x X