თამაშგარე

11:38 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესიმ ლარისა რიკელმე ვერ “შეაბა?”

თუკი ცნობილ პარაგვაელ მოდელსა და სექს-სიმბოლოს, ლარისა რიკელმეს დავუჯერებთ, უკანასკნელ პერიოდში არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი გამუდმებულად ცდილობს მის “შებმას”, მაგრამ ლარისას თქმით მას მესი როგორც მამაკაცი დიდად არ მოსწონს.

ამასწინათ ლარისა რიკელმემ ისიც კი განაცხადა, რომ ლეო მესის მასთან სექსის ისეთი დიდი სურვილი აქვს, რომ ჯერ გვარიანი თანხა შეაძლია, შემდეგ კი მავანთა პირით დაემუქრა – თუ ჩემთან დაწოლას არ მოინდომებ, იმდენი პრობლემები შეგექმნება, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებო.

რამდენად შეიძლება იყოს ლეო მესი ასეთი ვნებიანი მამაკაცი – მოდით ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია. მით უმეტეს, რომ აქამდე მესის თავისი ტემპერამენტით ნამდვილად არგავუოცებივართ. არაა გამორიცხული, რომ ეს ყელაფერი ლარისა რიკელმეს მიერ პოპულარობის შესანარჩუნებლად მოგონილი მორიგი ხრიკი იყოს. იცის ამ ქალმა ესეთები...

 

0.171283