თამაშგარე

10:58 | 3.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი პოპულარობამ გატანჯა

კატალონიური ”ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი - ლეო მესი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი ქუჩაში მშვიდად გასვლა ყოვლად შეუძლებელია, რაზეც ძალიან სწუხან ლეოცა და მისი მეგობრებიც. საკმარისია ბარსელონას ან ნებისმიერი სხვა ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მესის მოჰკრას ხალხმა თვალი, რომ მოძრაობა ჩერდება, ხალხი მანქანებიდან გადმოდის და ყველა ცდილობს, რომ ერთ ავტოგრაფს მაინც გამორჩეს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავს. ლეო მესი ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო და მშვიდად ცხოვრების საშუალებაც ჰქონდა.
”ერთი შეხედვით, პოპულარობა შესანიშნავი რამაა და სასიხარულოა, როდესაც ხალხს ასე უყვარხარ, მაგრამ ახლა უკვე იმდენად დამღალა ყოველდღიურმა ყურადღებამ, რომ იძულებული ვარ, თავისუფალი დრო ძირითადად საკუთარ სახლში გავატარო მაშინ, როდესაც ადრე მეგობრებთან ერთად მშვენივრად ვერთობოდი ხოლმე და ამაში ხელს არავინ მიშლიდა.
ცოტა ხნის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა სათევზაოდ წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ როდესაც ზღვასთან მივედით, იქ მყოფმა მეთევზეებმა დაჭერილი თევზი ძალით შემოგვაჩეჩეს და იმდენი კითხვა დამისვეს, იძულებული გავხდით, სასწრაფოდ დავბრუნებულიყავით უკან. ჩემი ოცნებაა ვნახო ისეთი ადგილი, სადაც არავინ მიცნობს და მშვიდად ცხოვრებას მოვახერხებ” - ჩივის ლიონელ მესი, რომელიც ბუნებით იმდენად წყნარი ადამიანია, რომ არაა გასაკვირი, თუკი საკუთარი პოპულარობა სტანჯავს.  

0.145791