თამაშგარე

10:21 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი და “შერლოკ ჰოლმსები“

 

ჩვენი ბედკრული კონსტანტინე არსაკიძესი არ იყოს, არგენტინელ ვარსკვლავს, ლეო მესისაც ბევრი მტერი ჰყოლია და არსაკიძის მსგავსად, მესისაც გამუდმებით იმის გამო წყევლიან და ამუნათებენ, რომ გამორჩეულად და განსაკუთრეულად მაღალ დონეზე აკეთებს თავის საქმეს.

ლეო მესიმ ამასწინად კერძო დეტექტივები დაიქირავა, რომლებიც არგენტინელ მობურთალთან გაგზავნილი მუქარის წერილების რაობას შეისწავლიან და წერილების გამომგზავნთა ვინაობის დადგენასაც შეეცდებიან.

როგორც არგენტინელი ფეხბურთელი ამბობს, მუქარის წერილები მას ყოველთვის მისდიოდა და ადრე ასეთ სისულელეებს ყურადღებას ნაკლებად აქცევვდა. მაგრამ, ახლა მისმა მენეჯერმა დაარწმუნა, რომ კერძო დეტექტივების დაქირავება ურიგო იდეა არ უნდა ყოფილიყო. რას  და როგორ გამოიძიებენ თვითნასაწავლი “შერლოკ ჰოლმსები“ – ამას სულ მალე ვნახავთ...

0.158077