თამაშგარე

23:00 | 20.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლენს არმსტრონგის სპონსორობაზე სამმა მსხვილმა კომპანიამ თქვა უარი დოპინგის სკანდალის გამო

ლენს არმსტრონგმა, თავის უმსხვილეს სპონსორთაგან სამი, სწორედ აშშ-ს ანტიდოპინგ სააგენტოს (უსადა) დასკვნის შემდეგ დაკარგა. სააგენტომ დაადასტურა, რომ არმსტრონგი შეჯიბრებებზე დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყო.  
სპორტული ტანსაცმლის უმსხვილესი კომპანია“ ნაიკი“, ველოსიპედების მწარმოებელი „ტრეკი“ და „ბუდვაიზერის“ ლუდსახარში კომპანია „ანჰაუსერ-ბუში“ (Anheuser-Busch), წყვეტენ  ყველანაირ გარიგებას ყოფილ ველომბრბოლთან.
სპორტსმენი 41 წლისაა. მას მოხსნეს „ტურ დე ფრანსის“ შვიდგზის გამარჯვებულის ტიტული, რის შემდეგაც, მან ასევე დატოვა „ლაივსტრონგის“ კიბოთი დაავადებულთა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლის სტატუსიც.
ზემოთ ხსენებულმა სამმა კომპანიამ კი პირობა დადო, რომ გააგრძელებდნენ „ლაივსტრონგთან“ თანამშრომლობას.
“ნაიკის” წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ, როგორც კი დადასტურდა არმსტრონგის მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტი „ტურ დე ფრანსზე“, მაშინვე გაწყვიტა მასთან ყველანაირი კონტრაქტი.
ლუდის უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტს ველომრბოლთან 2012 წლის მიწურულს გასდის ვადა და ისინი აცხადებენ, რომ აღარ განაახლებენ კონტრაქტს ვადის ამოწურვის შემდეგ. „ტრეკი“ კი ვადამდე ამთავრებს დიდი ხნის თანამშრომლობას ამერიკელთან.
„ოაკლი“, სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია და არმსტრონგის სპონსორი აცხადებს: „როგორც ადრე უკვე ვთქვით, „ოაკლი“ არ ამართლებს არალეგალური გზების გამოყენებას სპორტში.
ჩვენი პოლიტიკა კი შემდეგია, ჩვენ  ჩვენს სპორტსმენებს მანამდე დავუჭერთ მხარს, სანამ ბრალი ოფიციალურად არ დადასტურდება ოფიციალური სტრუქტურებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ. ჩვენ განვიხილავთ და გადავხედავთ „უსადას“ მოხსენებას, ლანსთან ჩვენ ურთიერთობას და დაველოდებით ველომბრბოლთა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას”.
აქედან ზუსტად ერთ კვირაში გამოქვეყნდა „უსადას“ დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ არმსტრონგი და მისი ჯგუფის წევრები, უდავოდ დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ შეჯიბრის დროს.
ის შეიცავს დამადასტურებელ 26 ჩვენებას, რომელთაგან 11, სწორედ არმსტრონგის გუნდის ყოფილი წევრები არიან.
ანტიდოპინგის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უნდა გაბათილდეს სპორტსმენის მიღწევები, არმსტრონგის მიერ თოთხმეტი წლის მანძილზე მიღებული რეზულტატები.
ამერიკელი ბრალდებებს უარყოფდა მთელი ეს დრო, თუმცა ბოლოს დანებდა და აგვისტოში უარი თქვა ბრძოლაზე.
“ნაიკი”, ამ ფაქტით აღშფოთებული აცხადებდა, რომ ეს იყო თავგზის აბნევა და ფარსი, რომელიც ათი წელი გრძელდებოდა. თუმცა ერთი კვირის წინანდელ გამოსვლაში მათ განაცხადეს, რომ კვლავ ითანამშრომლებენ ლენსთან და მის ფონდთან. მათი თანამშრომლობა 1996 წლიდან იწყება.
არმსტრონგმა ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს გააკეთა განცხადება, რომ  უარს ამბობს კიბოთი დაავადებულთა ფონდის წარმომადგენლობაზე, რათა აარიდოს კომპანიას თავისი სახელის გარშემო დატრიალებული კამპანიის გამო მოსალოდნელი რეპუტაციის გაფუჭება.
BBC ნიუსის სპორტის მთავარი რეპორტიორი ტომ ფოდისი წერს, რომ არმსტრონგის დაბრუნება სპორტში სიმსივნის მკურნალობის შემდეგ, იმხელა გმირობა იყო, რომ ეს ისტორია ხალხისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდა და უმრავლესობას, მიუხედავად სკანდალისა, მაინც უნდა სჯეროდეს, რომ ეს სიმართლეა და არმსტრონგმა ეს შეძლო.
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი გეოფ ტომასი, შთაგონებული იყო არმსტრონგის ავტო-ბიოგრაფიით იმდენად, რომ გადაწყვიტა საკუთარი ფონდი დაეარსებინა. ცოტა ხანში თავად აღმოაჩნდა ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია 2003 წელს.
ტომასმა 2005 წლის BBC ნიუსის დაჯილდოვებაზე განაცხადა, რომ სავსებით ეთანხმებოდა ლენსის მიერ პოსტის დატოვებას, რადგან არასწორი ტალღა ფონდზეც გადაივლიდა და ლენსმა ეს თავის თავზე აიღო.

 

 

0.138631