ფეხბურთი

22:19 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლენონი სამარასის იანვარში წასვლას არ გამორიცხავს

გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი ნილ ლენონი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი გუნდი ბერძენმა თავდამსხმელმა, გეორგიოს სამარასმა დატოვოს.

სამარასს “სელტიკთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, მას იანვარში ინგლისში გადაბარგების შანსი აქვს.

“სამარასისთვის ფული პრიორიტეტული არასდროს ყოფილა. ერთხელ, მას ერთი გუნდი შესანიშნავ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ სამარასმა უარი თქვა, რადგან მას “სელტიკის” დახმარება უნდოდა.

გეორგიოსს გლაზგო და “სელტიკი” უყვარს. ამის საპასუხოდ, ჩვენ მას შეგვიძლია სიყვარული და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შევთავაზოთ.

სამარასი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ძალიან კარგად მოქმედებს. არ მიკვირს, რომ მისი შეძენით არაერთი ინგლისური გუნდია დაინტერესებული. თუ ფეხბურთელი იანვარში დაგვტოვებს, თავდასხმაში მისი დანაკლისის შევსება ძალიან გაგვიჭირდება.” – ციტირებს ლენონის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.121328