თამაშგარე

10:29 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლენონი მუცელს ვერ ღალატობს?

ინგლისელმა ფეხბურთელმა, აარონ ლენონმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში სპორტულ რეჟიმს ძალიან ხშორად არღვევს და ამაში განსაკუთრებით მეგობრები “ეხმარებიან”. როგორც ბრიტანელი ფეხბურთელი ამბობს, რაც დრო გადის, გემრიელ საკვებზე უარის თქმა უფრო და უფრო უჭირს.

ამას გარდა, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ბულვარულმა ჟურნალმა ამას წინათ დაწერა, რომ ლენონი რამდენიმე ადამიანმა ლონდონის ლუდხანაში გათხლეშილი მთვრალი ნახა. ამ ფაქტის გადასამოწმებლად ჟურნალისტები რასაკვირველია მსწრაფლივ ესტუმრნენ ლენონს.

აარონმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ალკოჰოლი ჩემი საქმე არ არისო. მაგრამ, გვარიანად დანაყრების შემდეგ, განა არსებობს ინგლისელი, რომელიც გემრიელი ლუდის ჩარახრახებაზე უარს იტყვის?!...

0.182674