ლენი კრავიცმა ამერიკული ფეხბურთის გუნდ „ნიუ-იორკ ჯეტსს“ სიმღერა მიუძღვნა. 48 წლის მუსიკოსი და მომღერალი რამდენიმე გრემის მფლობელია და 35 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კრავიცი, რომელიც წარმოშობით ნიუ იორკიდანაა, ჯეტსის ერთგული გულშემატკივარია.
სიმღერა „როგორც ჯეტი“ (like a jet) ლენი კრავიცის, „პეპსის“ და „ჯეტსის“ თავდამსხმელის, მარკ სანჩესის თანამშრომლობის შედეგია. კრავიცი პირველი არ არის, ვინც „პეპსის“ პროექტის - საფეხბურთო ჰიმნები nfl???? (ნაციონალური ფეხბურთის ლიგა) - ფარგლებში, ამერიკული ფეხბურთის გუნდების მხარდამჭერი ჰიმნები ჩაწერა. ასეთივე ჰიმნები, თავის დროზე, „აეროსმიტმა“, კელი კლარკსონმა, „აის-კუბმა“ და სხვა მომღერლებმაც ჩაწერეს.