თამაშგარე

19:04 | 26.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლენა გერცკე – ხედირას გულის სალბუნი

გერმანელი ფეხბურთელის, სამი ხედირას ახალმა სატრფომ, ლენა გერცკემ, უკვე დაიპყრო ევროპული ბულვარული ჟურნალ-გაზეთების გარეკანები. ლენას, მომხიბლველობასთან ერთად, სითამამეც უწყობს ხელს იმაში, რომ თავისი უზადო სხეული საქვეყნოდ ამზეუროს.
ლენა გერცკე ტოპ-მოდელთა კატეგორიას განეკუთვნება და მისი კარიერა ამჟამად დიდ აღმასვლას განიცდის. ხედირას გულისსწორი ამ ეტაპზე ძირითადად მადრიდში მოღვაწეობს და ეს, წყვილს ხელს უწყობს, რომ რაც შეიძლება უფრო ხშირად იხილონ ისინი და არამხოლოდ იხილონ ერთმანეთი...
სამი ხედირას ძველი სატრფო, ლუისა რუვერე, უკვე წარსულში დარჩა. სკანდალების მოყვარე ჟურნალისტებმა ფეხბურთელს რამდენჯერმე კიდეც ჰკითხეს, ”შენ თუ კარგი კაცი ხარ, ძველი სატრფო რატომ მიატოვეო”, მაგრამ ხედირას, როგორც ჩანს, სათქმელის არქონის დროს, პირის დამუწვა კარგად ეხერხება.
 

0.165637