ფეხბურთი

23:16 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლემპარდი, შესაძლოა, ვილიას გზას დაადგეს

ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი, შესაძლოა, დავიდ ვილიას გზას დაადგეს და “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდეს.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ვილია “ნიუ იორკ სიტიში” გადადის. Sky Sports-ის ცნობით, მასთან ერთად თამაშის შანსი აქვს ფრენკ ლემპარდს. ინგლისელი ჟურნალისტების მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის შუახაზელი ამერიკელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ლემპარდსა და “ჩელსის” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნიუ იორკ სიტის” ფეხბურთელის უფასოდ დამატების შანსი აქვს.

0.11717