ფეხბურთი

14:34 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლემპარდი მწყობრშია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა, ტრავმა სრულად მოიშუშა, აღდგენითი პროცესი დაასრულა და მზადაა, ახალი სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.

ინგლისის მომავალი გათამაშების პირველი ტურის მატჩს, “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” 18 აგვისტოს გამართავს და “ჰალ სიტის” დაუხვდება, მანმადე კი, 35 წლის ვეტერანმა Goal-ს განუცხადა:

“ტრავმა აღარ მაწუხებს და თავსაც კარგად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, “ჰალის” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას შევძლებ. წინასასეზონო შეკრების დროს პირველი და ბოლო კვირა ვივარჯიშე და მუხლჩაუხრელი ვშრომობდი. საკუთარი კონდიციები შევამოწმე და, თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ სასტარტო შემადგენლობაში დამაყენოს, მე მზად ვარ!”

0.119559