სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

19:58 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლელომ” გამარჯვება გაიხსენა

 

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “ლელომ”, საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-16-ე ტურში ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. თავის მხრივ, ექვსეულისთვის მებრძოლმა “არმაზმა” ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ერთი კვირის წინანდელი მატჩის მსგავსად, მეორე ტაიმი პირწმინდად დათმო და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი სათუო გაიხადა.

არადა, პირველი ტაიმის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ “ლელო” საბოლოოდ ასეთი სხვაობით იმარჯვებდა. “არმაზი” სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და რომ არა უამრავი ტექნიკური წუნი და არასწორი გადაწყვეტილებები, ანგარიშშიც დაწინაურდებოდა. დებიუტში დავით კიკნაძეს ჯერ 47 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი, ლაშა ხმალაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და არმაზელებს ლელოს გატანის შანსი მიეცათ,მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს.

სამაგიეროდ, “ლელომ” მე-10-ე წუთზე პირველივე შანსი გამოიყენა. ირაკლი ყიასაშვილმა ბურთი ფეხით საშუალო მანძილზე გადაკიდე, მცველებმა მისი აღება ვერ მოახერხეს, მერე გადაწყობისას შეცდნენ, თორნიკე ცერცვაძემ იერიშის კვლავ მარჯვნივ გააგრძელა და ჩათვლის მოედანში ბურთი ზურაბ ზაალიშვილს შეაყოლა. ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. “არმაზს” საპასუხო ლელოს გატანის შანსი 28-ე წუთზე მიეცა, როდესაც კიკნაძემ თავის ნახევრიდან ბურთი აუტში კარგად გადაიტანა, მოლის შემდეგ ირაკლი მაჩხანელმა კარის წინ უპირატესობის ხაზი გადაკვეთა და ჩათვლის მოედანშიც შევიდა, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დააფიქსირა.

ამ ეპიზოდამდე ორი წუთით ადრე, კიკნაძემ ჯარიმით საკუთარ გუნდს 3 ქულა შესძინა და 33-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან მეორე დარტყმაც ზუსტად შეასრულა - 6:7. მასვე “არმაზის” დაწინაურება შეეძლო, მაგრამ გუნდმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია და საბოლოდ, ტაიმის დათმობას დასჯერდა. მეორე ტაიმში მან 45 მეტრიდან ჯარიმა ისევ აუტში დაარტყა და მოლში ბუბუტეიშვილი დაჯარიმდა, რომელიც სინბინით დაისაჯა, მაგრამ კიკნაძეს გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა.

სწორედ აქ დადგა გადამწყვეტი მომენტი. კაცნაკლულმა “ლელომ” მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, 14 ქულა ჩაიწერა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. პირველ ჯერზე კარის წინ გიორგი ლომთაძემ გაჭრა ხაზი და ბურთი მარჯვნივ ფეხით ჩაკიდა, სადაც ყველას ზაალიშვილმა დაასწრო, ხოლო მეორედ ბაჩო კოლელიშვილმა მეტოქის დერეფანი მოიგო, ცერცვაძემ ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა. 69-ე წუთზე ხმალაძემ მეტოქეს დაუფარა და ბურთს თავად მიყვა, რის შემდეგაც ანგარიში 28:6 გახდა. “არმაზმა” ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოლით მოახერხა, მაგრამ მერე კიდევ ორი გაუშვა და დიდი სხვაობით დამარცხდა.

დაძაბული გამოდგა ქუთაისში გამართული შეხვედრა. პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით - 0:0 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე “არმიამ” კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და 9:3 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე “აიას” მიძალება ყურაშვილის ლელოთი დასრულდა და გარდასახვა რომ ზუსტი ყოფილიყო, მასპინძლები გამარჯვებასაც მოიპოვებოდნენ, ასე კი, 8:9 დამარცხდნენ და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ.      

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XVI ტური

6 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 500 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 8:9 (0:0)

აია: 15. მოდებაძე (ბ. ტორაძე 80), 14. კიკვაძე, 13. ძნელაძე, 12. კვერნაძე (ირემაძე 58), 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. ტ. ჩხიკვაძე (სალდაძე 71), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. მარშანია (დგებუაძე 64), 8. ყურაშვილი.

1 ლელო: ყურაშვილი

1 ჯარიმა: კიკვაძე

არმია: 15. კობახიძე, 14. გაბროშვილი (ი. ჩხიკვაძე 43), 13. ჯიმშელაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი (ნინიძე 64), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 77); 1. ქორიძე (ზაქაშვილი 61), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 71), 3. გურგენაძე, 4. ცხადაძე (ჟღენტი 64), 5. სურგულაძე, 6. თხილაიშვილი (დარასელია 71), 7. კალმახელიძე (თავართქილაძე 61), 8. ზ. მაისურაძე.

3 ჯარიმა: კობახიძე

1 სინბინი: ჯიმშელაძე

 

თბილისი. “შევარდენი”. 400 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 11:40 (6:7)

არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. ხუციშვილი, 13. მაჩხანელი, 12. მისრიაშვილი, 11. სირაძე, 10. კიკნაძე, 9. მჟავანაძე; 1. ჯიბლაძე (ჩაჩხიანი 60), 2. თაგაური, 3. ბეჟიაშვილი, 4. ჭელიძე (ხურცილავა 77), 5. არჩუაშვილი (ესართია 59), 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი, 8. სოსელია (გიგაური 50).

1 ლელო: თაგაური

2 ჯარიმა: კიკნაძე

1 სინბინი: მინაშვილი

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ხეცურიანი (კორკელია 58), 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. ჯულაყიძე (მელიქიძე 45), 2. ლომთაძე, 3. პატარაია (კვერნაძე 66), 4. ხორბალაძე, 5. ნიკოლაიშვილი (სურგულაძე 43), 6. მძინარიშვილი (კოლელიშვილი 34), 7. ბუბუტეიშვილი (სანიკიძე 71), 8. ჭყოიძე (კერვალიშვილი 70).

6 ლელო: ზაალიშვილი (3), ცერცვაძე, ხმალაძე, სურგულაძე

5 გარდასახვა: ყიასაშვილი

1 სინბინი: ბუბუტეიშვილი

 

1.           არმია                                  16                11                1              4                419-243              55   
2. ლელო   16 11 0 5 440-204 55
3. ლოკომოტივი  16 12 0 4 367-280 53
4. ყოჩები 16 11 1 4 356-275 51
5. აია   16 10 0 6 331-214 48
6. ჯიქები 17 8 2 7 302-257 43
7. არმაზი  16 8 0 8 266-348 35
8. ხარები 17 4 0 13 214-404 19
9. ბათუმი 16 3 0 13 241-520 15
10. აკადემია   16 1 0 15 184-375 12

 

მომდევნო ტური. 12-13 აპრილი

ყოჩები - არმია, ლელო - აია, აკადემია - არმაზი, ბათუმი - ლოკომოტივი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116172