ჩოგბურთი

8:36 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეიტონის ხუთსეტიანი რეკორდი

33 წლის ავსტრალიელ ლეიტონს ჰიუიტს უიმბლდონი 2002 წელს მოუგია, წლეულს “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელი ტურნირს მეორე წრიდან ჩამოშორდა, თუმცა, ლეიტონმა პოლონელ იეჟი იანოვიჩთან წაგებულ მატჩში (5:7, 4:6, 7:6, 6:4, 3:6) ერთი რეკორდის დამყარება მაინც მოახერხა. ჰიუიტმა უიმბლდონზე 42-ე ხუთსეტიანი შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით უწინდელ რეკორდსმენს, ამერიკელ ანდრე აგასის გაუსწრო.

შეგახსენებთ, უიმბლდონის გარდა, სადიდსლემო ტურნირებიდან ჰიუიტს ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაც მოუგია (2001), კარიერის განმავლობაში კი 20 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

0.119594