კალათბურთი

17:13 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსის" მფლობელი ჯერი ბასი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მფლობელი ჯერი ბასი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა”, - იტყობინება espn.com. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს კიბოს დიაგნოზით.
2010 წელს ბასი ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით "ლეიკრსმა" 10-ჯერ მოიგო ნბა-ს საჩემპიონო ტიტული, ხოლო "სპარქსმა" - 2-ჯერ ქალთა ნბა-ს საჩემპიონო ბეჭდები.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯერიმ ბოლო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობა შვილებს - ჯიმი ბასს (ვიცეპრეზიდენტი სპორტულ საქმიანობაში) და ჯერი ბასს (ვიცეპრეზიდენტი მარკეტინგულ საქმიანობაში) გადააბარა.

გიორგი ბარბაქაძე

თეგებიჯერი ბასი
0.115941