ფეხბურთი

0:32 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი - ლაშა დვალის გადამწყვეტი გოლი და სხვა ამბები

ლატვიის ჩემპიონატში "სკონტომ" შინ 4:3 სძლია "იურმალას" და გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე ახალგაზრდა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა. თამაზ პერტიას გაწვრთნილ "სკონტოში" შეუცვლელად ითამაშეს დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმაც, ხოლო "იურმალაში" ასეე სრულად გაისარჯა გიორგი დიაკვნიშვილი.

"სკონტო" ლიდერია და 5 ქულით უსწრებს თორნიკე თარხნიშვილის "ვენტსპილსს", რომელსაც ერთიმატჩი მარაგში აქვს. თავის მხრივ. ვენტსპილსელებმა გასვლაზე 1:0 აჯობეს "დაუგავპილსს" და თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ნორვეგიაში "სტაბეკმა" შინ 1:3 წააგო "ოდ გრელანდთან", თუმცა მასპინძელთა შორის გიორგი გოროზიას არ უთამაშია – სათადარიგოებში დარჩა.

უკრაინაში "ილიჩივეცი"-"დინამო კიევი" 1:4 დასრულდა. დავით თარგამაძემ შუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი გაახერხა და გაფრთხილებაც მიიღო. თარგამაძის გუნდი 4 ტურის შემ,დეგ, ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

"კარპატიმ" გასვლაზე 2:0 სძლია "ვოლინს". გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად გაისარჯა ბუბა დაუშვილი, ხოლო "ვოლინში" სანდრო კობახიძეს არ უთამაშია – მას ოდნავ ფეხი აწუხებდა.

რუსეთში "რუბინი"-"ლოკომოტივი" 1:1 დასრულდა. მამუკა კობახიძეს წინა დღეს დუბლებში ჰქონდა თამასი, საბა კვირკველია კი შეუცვლელად გაისარჯა. "რუბინს" 4 ტურში 3 ფრე და ერთი წაგება აქვს.   

დანიის სუპერლიგაში პირველი ტური გაიმართა და ლადო დვალიშვილის დებიუტი გადაიდო. მან "ოდენსეში" ვერ ითამაშა, რადგან გათავისუფლების ფურცელმა დააგვიანა ვარშავის "ლეგიადან". ასე დაწერა დანიურმა პრესამ. "ოდენსემ" გასვლაზე 2:0 სძლია "რანდერსს".

უნგრეთში, "დიორმა" შინ 0:1 წააგო "ფერენცვაროსთან", თუმცა დამარცხებულთა შორის გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია. "დიორი" 4 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.118797