ფეხბურთი

15:03 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გრიგალაშვილი დამარცხდა, კვირკველიამ მოიგო

 

კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” შინ 1:2 წააგო აპოელ-თან და მეხუთე ადგილზე დარჩა, მაგრამ უკვე 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ აელ-ს. შოთა გრიგალაშვილი 85-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

საბა კვირკველიას “რუბინმა” შეკრებაზე Diamonds cup გამარჯვებით დაიწყო. მათ 3:0 სძლიეს ბულგარეთის კლუბ “ლიუბიმეცს”. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა. სხვათა შორის, წლეულს კვირკველიას სასტარტო შემადგენლობას აჩვევენ – მართალია, ეს ამხანაგურებია, მაგრამ მაინც საგულისხმოა. 

0.115266