ფეხბურთი

10:31 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერთა ტესტები: ყენია, ლიპარტია, გრიგალავა

 

ლევან ყენიამ წლეულს პირველად ითამაშა: “ფორტუნამ” ესპანურ შეკრებაზე 0:0 დაასრულა მატჩი ნორვეგიულ “ოდ გრენლანდთან” და ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე. საერთოდ, მოსალოდნელი იყო, რომ ყენიას ამ შეხვედრაში დაასვენებდნენ, რადგან მწვრთნელმა კოსტნერმა განაცხადა, რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება ფორმის აღსადგენადო. ლევანს მცირე დრო მაინც დაუთმეს.

ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” 2:2 ითამაშა ყარაგანდის “შახტიორთან”.  ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

“ანჟიმ” რუმინულ “პეტროლულს” 2:1 მოუგო. გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა. სხვათა შორის, “პეტროლულიდან” გოლი ცნობილმა ფორვარდმა, 34 წლის ადრიან მუტუმ გაიტანა.

0.122612