კალათბურთი

17:20 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერებმა ქუთაისს ლამაზი სანახაობა აჩუქეს

 ქუთაისში, “ყველა ვარსკვლავის” მატჩი ლეგიონერების გამარჯვებით დასრულდა – 122:108. მეორე ტაიმი ადგილობრივების უპირატესობით დაიწყო, მათ 8 ქულამდეც დაიყვანეს ჩამორჩენა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებმა მალევე გამოასწორეს თამაში და კვლავ დიდი უპირატესობით დაწინაურდნენ. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ბენჯამენ რეიმონდი 26 ქულითა და 8 მოხსნით, მას გადაეცა მატჩის MVP-ს წოდება. ადგილობრივებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი ბარბაქაძე 24 ქულით და მანვე მოიგო სამქულიანების კონკურსი - ფინალში სძლია ბუბა კვიმსაძეს და კოკა ტომარაძეს. რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, ის ყველაზე ნაკლებეფექტურად ჩატარდა და იმარჯვა სოხუმელმა კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც უშუალო დუელში მერაბ ბოქოლიშვილი დაამარცხა.

 

 

0.126124