ფეხბურთი

14:19 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლეგიას" პრეზიდენტმა წამსვლელ სამეულში დვალიშვილიც მოიხსენია

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლადო დვალიშვილი ვარშავის "ლეგიას" დატოვებს. კლუბის პრეზიდენტმა ბოგუსლავ ლესნოდორსკიმ სამი ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებსაც კლუბი გაყიდის ან გაანათხოვრებს: რაფაელ აუგუსტო, ალანი და დვალიშვილი.

ლადოს "ლეგიადან" შესაძლო წასვლაზე საუბარი ორიოდე თვის წინ დაიწყო. მან კარგად ჩაატარა ექსტრაკლასას პირველი ეტაპი, შემდეგ კი სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა და რამდენიმე შეხვედრაში ერთი წუთითაც არ გაუყვანიათ მოედანზე.

ცნობილია, რომ დვალიშვილით სხვა პოლონური კლუბები არიან დაინტერესებულნი.

0.143828