ფეხბურთი

15:31 | 12.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

"ლეგიამ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა

უეფას გადაწყვეტილება ვარშავის "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთასთან დაკავშირებით, პოლონურმა კლუბმა ოფიციალურად გაასაჩივრა.

მოგეხსენებათ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოლონელებმა გლაზგოს "სელტიკი" ორი მატჩის ჯამში 6:1 (4:1, 2:0) დაამარცხა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მეორე შეხვედრის 87-ე წუთზე ვარშაველები დაუფიქრებლად მოიქცნენ და მოედანზე ბარტოშ ბერეშინსკი გამოიყვანეს, რომელსაც გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე მიღებული სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოხდილი არ ჰქონდა. შედეგად - უეფამ “ლეგია” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა.

მიუხედავად შოტლანდიური კლუბის განადგურებისა, შემდეგ ეტაპზე "სელტიკი" გავიდა, ხოლო უეფამ "ლეგიას" ევროპის ლიგის პლეი ოფით დაამშვიდა.

უეფას სააპელაციო კომიტეტი "ლეგიას" საჩივარს ოთხშაბათს განიხილავს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, პოლონური კლუბი ქართველმა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა დატოვა.

გიორგი ბალახაძე

 

თეგები“ლეგია”

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:57 | 15.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მსოფლიოს მერე წავა ეს ჩელსის ლეგენდა

11:30 | 15.11.2017
RHP (3623)

კობის მე100 თამაშის ჯილდო გადასცეს და როგორ ფიქრობთ წინასწარ მიცეს? ;დ
მგონი 100 ჩაატარა და მერე აღარ გამოუძახებიათ

14:56 | 15.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

100 ჩაატარა ზუსტად

11:30 | 15.11.2017
RHP (3623)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

01:22 | 15.11.2017
lagashi (6738)

კობიმ 100 ჩაატარა თუ 99 ?

14:56 | 15.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

100 ჩაატარა

09:27 | 15.11.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

100 არ ჩაუტარებია ან 99 ან 98 დააკლდა

0.063392