ფეხბურთი

12:16 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგია” პლეი ოფში დვალიშვილის გოლით მოხვდა

 

ვარშავის “ლეგია”, სადაც ლადო დვალიშვილი გამოდის, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიგიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, “ლეგია” საკუთარ მოედანზე “მოლდეს” უგოლოდ გაეყარა და ვინაიდან სტუმრად 1:1 ჰქონდა ნათამაშები, შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა პოლონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, დვალიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ “ლეგია” პლეი ოფში მოხვდა. პირველ მატჩში ვარშაველები ნორვეგიაში 0:1 აგებდნენ და 68-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ლეგიონერმა გაათანაბრა. ლადომ ის მატჩიც თავიდან ბოლომდე ჩაატარა.

0.113349