რამდენს გადაიხდიდით ნბა-ს ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსთან ჩახუტებისთვის?! დინ კეინს, “სუპერმენის” როლის შემსრულებელს თუ დავუჯერებთ, მასთან ჩახუტება 75000 აშშ დოლარზე მეტი ღირს.
კვირას, ლოს ანჯელესში, საინფორმაციო სააგენტო ტმზ-ს კორესპონდენტმა ვარჯიშიდან გამოსული დინი დააფიქსირა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსის ბოტასები ამშვენებდა. გამოლაპარაკების პროცესი საკმაო ხანს გაიწელა. მათ განიხილეს თუ როგორ გოლიათივით გადაეხვია ჯეიმსი “გიჟ ფანს”, რომელმაც ცენტრიდან სასწაულებრივ ჩააგდო ბურთი კალათში.
ვარსკვლავის თქმით, 75000-იანი ბონუსი, რა თქმა უნდა, ჯეიმსთან ჩახუტების შემდეგ, სასწაულია, და ალბათ, ყველაზე დიდი მოვლენაა ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებაში, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამაზე გაცილებით მეტს მხოლოდ ჯეიმსთან ჩასახუტებლად ბევრი იქით გადაიხდიდა.