კალათბურთი

15:27 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა და "მაიამიმ" "ოკლაჰომა" ამჯერადაც დაამარცხეს

დღეს გამთენიისას ნბა-ში ორი სუპერ მატჩი გაიმართა. Chesapeake Energy Arena -ზე ერთამანეთს გასული წლის სუპერფინალის მონაწილეები "ოკლაჰომა" და "მაიამი" დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე მატჩს Staples Center-მა უმასპინძლა, სადაც კალიფორნიული დერბი შედგა "კლიპერსისა" და "ლეიკერსის" შესრულებით.

"თანდერიც" და "ჰიტიც" დღევანდელ მატჩს უდანაკარგოდ შეხვდნენ და პირველივე წუთებიდანვე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე ლებრონ ჯეიმსის დომინანტური გარჯის შედეგად მოიპოვეს უპირატესობა და ანგარიშში წინაც გაიჭრნენ სოლიდური სხვაობით 32:17. "ოკლაჰომას" რიგებში პირველ მეოთხედში თამაშის იშტაზე მხოლოდ რას უესტბრუკი გახლდათ, რომელიც ბრწყინავდა რიგ ეპიზოდებში და მარტო მიათრევდა საკუთარ გუნდს. მეორე პერიოდის სტარტზე "მაიამის” უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახლდათ, იქიდან გამომდინარე რომ "ჰიტი" ცდილობდა გუნდური კალათბურთი ეთამაშა და ამის ხარჯზე მიეღწია წარმატებისათვის, მასპინძლები კი მხოლოდ დურანტ-უესტბრუკის სუპერდუეტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე გახლდნენ დამოკიდებულნი. მეორე მეოთხედიც სტუმრებმა მოიგეს (31:29) და დიდ შესვენებაზე 17 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

პირველ ტაიმში სკოტ ბრუქსის დამოძღვრილმა გუნდმა დაცვაში საშინლად ითამაშა და საკუთარ კალათში 63 ქულა მიიღო, აქედან გამომდინარე "ოკლაჰომას" მთავარმა მწვრთნელმა სცადა გამოეფხიზლებინა შეგირდები, თუმცა ვერც სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა მოთამაშეებმა შეიტანეს შეხვედრის შემობრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი, პირიქით, "ჰიტის" მეორე ხუთეულის წევრებმა აშკარად დაჩაგრეს მეტოქე და ეს მცირე დაპირისპირებაც 26:16 მოიგეს.

უკანასკნელი მეოთხედის წინ მასპინძლები უმძიმეს მდგომარეობაში გახლდნენ. მათი ჩამორჩენა 19 ქულას შეადგენდა (69:88). "ოკლაჰომამ" ყველანაირი კომპლექსების გარეშე დაიწყო რისკიანი თამაში, რადგან დასაკარგი თითქმის აღარაფერი გახლდათ. გამოფხიზლდა კევინ დურანტიც, რომელმაც მეტოქეს ბოლო 12 წუთში 22 ქულა უთავაზა, თავის მხრივ უესტბრუკიც გამოირჩა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობა 10 ქულამდეც შემცირდა 94:104, თუმცა ჯერ ლებრონმა აიღო მიჯრით 4 ქულა, შემდეგ ალენმაც ზუსტად ისროლა საჯარიმო ტყორცნები და "მაიამიმ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა 110:100.

შეხვედრის გმირი ლებრონ ჯეიმსის გახდა, რომელმაც მატჩი 39 ქულით, 12 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით და 2 ჩაჭრით დახურა. მასპინძელთა რიგებში კი გამოირჩა კევინ დურანტი, რომელმაც მეტოქეს 40 ქულა უთავაზა.

კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსმა" თანაქალაქელ "ლეიკერსს" შანსი არ დაუტოვა და 24 ქულიანი სხვაობით გადათელა 125:101.

ნომინალურმა სტუმრებმა უპირატესობა ხელთ თავიდანვე იგდეს და შემდეგ ერთხელაც აღარ ჩამორჩენილან ანგარიშში. "კლიპერსმა" საწყის 12 წუთში მეტოქეს 31 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში მხოლოდ 17 მიიღო და დიდი განაცხადი გააკეთა მატჩის მოგებაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას "ლეიკერსი" ერთი პერიოდი 28 ქულითაც ჩამორჩა თანაქალაქელებს და საბოლოოდ უშანსოდაც წააგო. ბლეიკ გრიფინმა, კრის პოლმა და ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ჩონსი ბილაფსმა ჯამში 67 ქულა ჩააგდეს და ლომის წვლილი დაიდეს საკუთარი კლუბის წარმატებაში. მასპინძელთა რიგებიდან კი გამოირჩა კობი ბრაიანტი, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა 20 ქულა+11პასი.

დღევანდელი მარცხის შემდეგ "ლეიკერსს" ისევ მძიმე დროება დაუდგა, რადგან მისი მოგება-წაგებათა ბალანსი კვლავ უარყოფითი მაჩვენებლისაკენ  გაიზარდა 25-29 და ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვარსკვლავებით მოჭედილი გუნდის პლეიოფში გასვლა-არგასვლის საკითხი.

ლეიკერსი - კლიპერსი 101:125 (17:31, 35:33, 28:37, 21:24)

ლეიკერსი: ნეში (7), ბრაიანტი (20), ჰოვარდი (18), კლარკი (4), ვორლდ ფისი (11); ჯეიმისონი (17), მიქსი (13), ბლეიკი (7), მორისი (4)

კლიპერსი: პოლი (24+13პ), ბილაფსი (21), ჯორდანი (11), გრიფინი (22+10მ), ბატლერი (13); კროუფორდი (8), ბარნსი (11), ოდომი (1), ბლედსოუ (6), ჰოლინსი (5), გრინი (3), ჰილი

 ოკლაჰომა - მაიამი 100:110 (17:32, 29:31, 23:25, 31:22)

ოკლაჰომა: უესტბრუკი (26), სეფალოშა (4), პერკინსი (8), იბაკა (6), დურანტი (40); მარტინი (9), კოლისონი, ჯექსონი (7)

მაიამი: ჩელმერსი (6), ვეიდი (13), ბოში (20), ბეტიე (6), ჯეიმსი (39); ალენი (13), ლუისი (3), ანდერსონი (1), კოული (9), ენტონი

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო
54 42 12 5626:5172 0.778
2. ოკლაჰომა
53 39 14 5620:5156 0.736
3. კლიპერსი
56 39 17 5625:5247 0.696
4. მემფისი
51 33 18 4778:4600 0.647
5. დენვერი
54 33 21 5674:5481 0.611
6. გოლდენ ტეიტი
52 30 22 5251:5263 0.577
7. იუტა
54 30 24 5307:5326 0.556
8. ჰიუსტონი
55 29 26 5837:5681 0.527
9. პორტლენდი
53 25 28 5123:5282 0.472
10. ლეიკერსი
54 25 29 5488:5449 0.463
11. დალასი
52 23 29 5270:5343 0.442
12. მინესოტა
50 19 31 4756:4861 0.380
13. ნიუ ორლეანი
53 19 34 4987:5145 0.358
14. საკრამენტო
54 19 35 5229:5604 0.352
15. ფინიქსი
53 17 36 5017:5297 0.321

 

აღმოსავლეთ კონფერენცია


1. მაიამი
50 36 14 5161:4840 0.720
2. ნიუ-იორკი
50 32 18 5017:4786 0.640
3. ინდიანა
53 32 21 4919:4764 0.604
4. ბრუკლინი
53 31 22 5045:5017 0.585
5. ჩიკაგო
52 30 22 4841:4760 0.577
6. ატლანტა
51 29 22 4945:4905 0.569
7. ბოსტონი
52 28 24 4983:4981 0.538
8. მილუოკი
51 26 25 4970:5023 0.510
9. ფილადელფია
51 22 29 4707:4864 0.431
10. ტორონტო
53 21 32 5179:5250 0.396
11. დეტროიტი
54 21 33 5144:5235 0.389
12. კლივლენდი
53 16 37 5139:5367 0.302
13. ვაშინგტონი
51 15 36 4657:4856 0.294
14. ორლანდო
52 15 37 4888:5165 0.288
15. შარლოტი
52 12 40 4877:5340 0.231

გიორგი ბარბაქაძე

0.14382