კალათბურთი

18:56 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი ქალაქ კლივლენდს მილიარდ დოლარს მოუტანს

NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელის, ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნება ქალაქ კლივლენდს ორი წლის განმავლობაში მილიარდი დოლარის მოგებას მოუტანს. აღნიშნული განცხადება ქალაქ კლივლენდის ჩინოვნიკებმა გააკეთეს.

ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ საკალათბურთო მატჩებზე ყოველწლიურად ბილეთების რეალიზაციის შემდეგ შემოსული თანხის რაოდენობა დაახლოებით 268 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. დაახლოებითი გამოთვლების შემდეგ ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ თამაში ყოველწლიურად ქალაქს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის მოგებას მოუტანს. ეს თანხა დაგეგმილთან ერთად დამატებითი ბილეთებიდან შემოსულ მოგებასაც ითვალისწინებს.

რადგან ლებრონ ჯეიმსს „კლივლენდ კავალიერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს მთლიანობაში მოგებულმა თანხამ მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.

0.129673