“ლივერპულის” ხელმძღვანელობა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის – ესეკიელ ლავესის გადაბირებას ცდილობს. “დეილი ექსპრესის” ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.
როგორც ირკვევა, მერსისაიდელები 29 წლის თავდამსხმელში 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ლავესისთვის ბრძოლაში, “ლივერპულს” კონკურენციას “არსენალი”, “მილანი” და “ჩელსი” უწევენ.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინათ, პსჟ-მ ლავესი “ნაპოლისგან” 24 მილიონ გირვანქად შეიძინა.