შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ესეკიელ ლავესი მილანის “ინტერს” ზამთრის სატრანსფერო სეზონში შეუერთდეს. აპენინური პრესის ცნობით, “ნერაძურის” პრეზიდენტი ერიკ ტოხირი პარიზელ კოლეგას – ნასერ ელ-ჰელაიფის ლონდონში შეხვდა და 28 წლის არგენტინელის ტრანსფერის საკითხი განიხილა.
მილანელთა თავკაცი ვალტერ მაცარი ლავესის ხილვით დიდი ხანია დაინტერესებულია. მოგეხსენებათ, “ინტერის” დამრიგებელი არგენტინელთან ერთად “ნაპოლიში” მუშაობდა და ახლა, მისი ხილვა ახალ გუნდშიც სურს.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ლავესიმ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.