ფეხბურთი

0:15 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი ზამთარში გაძლიერებას გეგმავს

“სუონსის” მთავარი მწვრთნელი მიკაელ ლაუდრუპი ადასტურებს, რომ სერიოზული საკადრო პრობლემები მის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობისკენ უბიძგებს. ამის მიზეზი მიხელ ვორმის, ნათან დაიერისა და მიჩუს ტრავმებია.

“რთულ სიტუაციაში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ 11 ან 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი დაგვრჩა, მაგრამ ტრავმები მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა ვიაქტიუროთ. ვნახოთ, რა გამოგვივა. რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი შემტევი ფეხბურთელების დამატებით ვართ.” – აცხადებს ლაუდრუპი.

0.115476