“სუონსის” დანიელი მთავარი მწვრთნელის მიქაელ ლაუდრუპის მენეჯერმა ბაირამ თუთუმლუმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კლიენტი მომავალ სეზონში “ევერტონს” გაწვრთნის.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” დევიდ მოიესი ჩაიბარებს, “ევერტონში” მის სავარაუდო შემცვლელად ლაუდრუპი დასახელდა. მიმდინარე სეზონში დანიელმა “სუონსის” ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა და ამჟამად, პრემიერლიგაში გუნდს მე-9 ადგილი უკავია.
“მიქაელი “სუონსიში” ბედნიერია. ის კლუბს არ შეიცვლის” – იუწყება თუთუმლუს სიტყვებს Sky Sports-ი.