ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “სუონსის” მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი, შესაძლოა, ზაფხულიდან “მანჩესტერ სიტის” დამრიგებლად ვიხილოთ. დანიელი სპეციალისტის თავკაცობით “სუონსი” წლეულს შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და “ქალაქელთა” ხელმძღვანელები მის მიწვევაზე დაფიქრებულან. იმასაც ამბობენ, თუ ლაუდრუპი დათანხმდა, თან რამდენიმე თავის ფეხბურთელს: მიჩუს, პაბლო ერნანდესსა და ჯონათან დე გუზმანსაც წაიყვანსო.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით, “სიტი” პრემიერლიგაში 12 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თანაქალაქელ “იუნაიტედს”. ჩემპიონთა ლიგაში კი ჯგუფიდან ვერ გავიდა. ასე რომ...…