შეგახსენებთ, 14 აგვისტოს იურმალაში ლატვია-საქართველოს 21 წლამდელთა ამხანაგური მატჩი გაიმართება. ალექსანდრე ჩივაძეს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, ლატვიელთა მწვრთნელ დეინის კაზაკევიჩის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის კი ერთი ფრანგია: 20 წლის იგორ რეი.
რეი რიგაშია დაბადებული და ბავშვობაში წავიდა საფრანგეთში, იქ გაიზარდა და “სოშოს” სარეზერვო გუნდში გამოდიოდა. რეიმ საფრანგეთის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშა. საერთოდ, ასეთი ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ევროპაში ყველაზე აქტიურად ნატურალიზებას სომხები მიმართავენ.