კალათბურთში ევრო 2015-ის ფინალური საგზურისთვის შესარჩევ ეტაპში მოასპარეზე გუნდებიდან, ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობმა, სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, აინარ ბაგადსკისის მიერ დამოძღვრილმა ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ფინალური ეტაპის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა. ლატვიელებმა F ჯგუფის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, შვედეთის ნაკრები დამატებით დროში 79:76 დაამარცხეს. ამავე ჯგუფში, რუმინეთმა ბოლო ადგილზე მყოფ სლოვაკეთის ნაკრებს 90:86 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება მესამე ადგილზე მყოფ შვედეთს, მათ მხოლოდ 5 ქულა აქვთ და დარჩენილი შეხვედრებიდან ყველა რომ მოიგონ, ლატვიელებს მაინც ვერ დაეწევიან. ამ ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ჩ ჯგუფში პოლონეთმა, პირველ წრეში მოგების შემდეგ, ამჯერად აღნიშნული ჯგუფის ფავორიტ გერმანიას გასვლაზე 12 ქულის სხვაობით, 88:76 მოუგო. ამ წაგებით, გერმანელებმა ევრო 2015-ის საგზურის მოპოვება სათუო გაიხადეს. მეორე მოულოდნელი შედეგი B ჯგუფში დაფიქსირდა. ჩერნოგორიამ საკუთარ მოედანზე ისრაელთან 15 ქულის სხვაობით, 65:80 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ბოლო სამგუნდა G ჯგუფს, აქ, რუსეთმა საპასუხო შეხვედრაში შვეიცარიას 101:56 მოუგო და პირველ წრეში წაგების შემდეგ, სრულფასოვანი რევანში აიღო. ამ ტურში იტალია ისვენებდა. მართალია, რუსეთმა შვეიცარიის დამარცხებით ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, მაგრამ თუ იტალიას გასვლაზე ვერ მოუგო, FIBA-ს დებულებიდან გამომდინარე, შეიძლება, ჯგუფში ჩარჩეს.
მე-4 ტურის შემდეგ, თითოეული ჯგუფის ყველა ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი (დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, დანია, პორტუგალია, სლოვაკეთი, შვეიცარია) ევრო 2015-ის ფინალური საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შესარჩევი ტურნირის მონაწილე ყველა დანარჩენი გუნდი, ჯერჯერობით, ევრო 2015-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ჩეხეთისა და უნგრეთის ნაკრები გუნდების შემდეგ, E ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, FIBA-ს მიერ დადგენილ ევრო 2015-ის შესარჩევი ტურნირის ჩატარების წესდებას. რადგან 7 ჯგუფიდან პირველი და ბოლო სამი, ხოლო დანარჩენები კი ოთხგუნდა ჯგუფები არიან, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხგუნდა ჯგუფებში მოასპარეზე გუნდებს, ბოლო ადგილზე გასულ ნაკრებთან ნაჩვენები შედეგები გაუნულდებათ. თუ რამდენიმე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა, უპირატესობა ურთიერთშორის ნაჩვენებ მოგებათა რაოდენობას მიენიჭება. თუ გამარჯვებული ვერც ამან გამოავლინა, მაშინ საუკეთესო, ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდი იქნება.
სატურნირო მდგონარეობა 4 ტურის შემდეგ და მე-4 ტურის ტექნიკური შედეგები:
A ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი – ისლანდია 69:71
ბოსნია ისვენებდა
1. ადგილი ისლანდია 3 2 1 5
2. ბოსნია 2 2 0 4
3. დიდი ბრიტანეთი 3 0 3 3
B ჯგუფი
ჰოლანდია – ბულგარეთი 66:57
ჩერნოგორია – ისრაელი 65:80
1. ისრაელი 4 3 1 7
2. ჰოლანდია 4 3 1 7
3. ჩერნოგორია 4 2 2 6
4. ბულგარეთი 4 0 0 0
C ჯგუფი
გერმანია – პოლონეთი 76:88
ლუქსემბურგი – ავსტრია 71:80
1. პოლონეთი 4 3 1 7
2. ავსტრია 4 3 1 7
3. გერმანია 4 2 2 6
4. ლუქსემბურგი 4 0 4 4
D ჯგუფი
ბელგია – მაკედონია 63:60
დანია – ბელარუსი 66:73
1. მაკედონია 4 3 1 7
2. ბელგია 4 3 1 7
3. ბელარუსი 4 2 2 6
4. დანია 4 0 4 4
E ჯგუფი
ჩეხეთი – საქართველო 86:67
უნგრეთი – პორტუგალია 65:52
1. ჩეხეთი 4 3 1 7
2. უნგრეთი 4 3 1 7
3. საქართველო 4 2 2 6
4. პორტუგალია 4 0 4 4
F ჯგუფი
ლატვია – შვედეთი 79:76 (დ.დ.)
რუმინეთი – სლოვაკეთი 90:86
1. ლატვია 4 4 0 8
2. რუმინეთი 4 3 1 7
3. შვედეთი 4 1 3 5
4. სლოვაკეთი 4 0 4 4
G ჯგუფი
რუსეთი – შვეიცარია 101:56
იტალია ისვენებდა
1. იტალია 2 2 0 4
2. რუსეთი 3 1 2 4
3. შვეიცარია 3 1 2 4